წელი: 2023
რას გვაძლევს ცოდნა ადამიანთა ძველი საზოგადოებების, ეკოსისტემებისა და პოპულაციური გენეტიკის შესახებ?
აი გამოქვეყნდა ჩვენი ახალი კვლევა, რომელიც ადგენს და ათარიღებს სამხრეთ კავკასიური ლინგვისტური ოჯახის (ე.ი. ქართველური ლინგვისტური ოჯახის) ფილოგენიას ბაიესური მეთოდით და ავლენს მისი წარმოშობის ადგილს. ქართველური ენების წარმოშობის ადგილს და გაყოფის მიზეზებს ვადგენთ (1) ძველი არეალებით იმ ცხოველებისა და მცენარეებისა, რომელთა სახელები აღდგება საერთო-ქართველურ ძირებამდე, (2) წარსული კულტურების გავრცელების ადგილებით და (3) წარსულ და არსებულ […]
ევოლუცია მთაში: რატომ არის ამდენი ხვლიკის სახეობა კავკასიაში?
მართლები იყვნენ თუ არა ჩარლზ დარვინი და ერნსტ მაირი? კავკასიურ ხვლიკებზე ჩატარებული კვლევა აჩვენებს: დიახ, იყვნენ. ჩარლზ დარვინმა ივარაუდა, რომ გეოგრაფიული იზოლაცია ბუნებრივი გადარჩევის აუცილებელი წინაპირობაა. „ბიგლზე“ მოგზაურობისას, თვალში მოხვდა გალაპაგოსის კუნძულებზე ჩიტ მთიულების მრავალფეროვნება. მან დაწერა რომ, ალბათ, მთიულას ერთი სახეობა ოდესღაც გავრცელდა სხვადასხვა კუნძულზე და ბუნებრივმა გადარჩევამ განაპირობა მისი დაყოფა მრავალ სახეობათ. XX […]
ბატონების ბაღი
რა ვიცით ბოტანიკური ბაღების შესახებ? ეს კითხვა საზოგადოებას ალბათ ორ ჯგუფად გაჰყოფს, იმ აზრით, რომ ბოტანიკური ბაღების შესახებ ან ვიცით ძალიან ბევრი (სპეციალისტებმა — ბიოლოგებმა, არქიტექტორებმა, მებაღეებმა, განათლების მუშაკებმა, ქალაქის მმართველობის წარმომადგენლებმა), ან ძალიან ცოტა (ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა). პირველები შედარებით უმცირესობაა, მეორენი კი ალბათ დიდი უმრავლესობა. ამ ორი ჯგუფის გარდა კიდევ შეიძლება იყოს ძალიან ცოტა ხალხი, […]
კონკურენცია ქართულ საბანკო სექტორში
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯანსაღი კონკურენტული გარემო ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას, ქვეყნის რესურსების ეფექტურ განაწილებას, ზრდის პროდუქტიულობას, ახალისებს ინოვაციებს და სხვა. თუმცა ეკონომიკის ზოგიერთ სექტორში სრულყოფილი კონკურენცია ყოველთვის არ არის საზოგადოებისთვის ყველაზე ეფექტური ფორმა, რაზეც მაგალითად, კომუნალური მომსახურების სექტორში ნატურალური მონოპოლიების არსებობა მიუთითებს. არ არსებობს ერთიანი აზრი თუ რამდენად აუცილებელია საბანკო სექტორისთვის სრულყოფილი კონკურენცია. არსებობს სექტორში […]
კალმახი თუ ორაგული? რა თევზი დაცურავს საქართველოს ნაკადულებში
მრავალი წელია ითვლება, რომ საქართველოს მდინარის კალმახი და შავი ზღვის ორაგული – ერთი და იგივე თევზია. უბრალოდ, ზოგჯერ კალმახის ლიფსიტა აღწევს ზღვას, იქ მოხვედრისას იზრდება, მერე კი – უბრუნდება იმ მდინარეს, სადაც დაიბადა, იქ მრავლდება და იღუპება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულმა მრავალწლიანმა კვლევამ აჩვენა რომ ასე არაა. საქართველოში რამოდენიმე სახეობის კალმახი და ორაგული ბინადრობს, ხოლო […]