წელი: 2024
ეთნობიოლოგია: ხიდი ბუნებასა და კულტურას შორის
წარმოგიდგენთ ეთნობიოლოგიას, ახალგაზრდა მეცნიერებას, რომელიც სწავლობს ადამიანსა და ბუნებას შორის ურთიერთობას. მისი სამი ძირითადი შემადგენელი ნაწილია ეთნობოტანიკა, ეთნოზოოლოგია და ეთნოეკოლოგია. ვამბობთ, რომ ეს ახალგაზრდა მეცნიერებაა, რომელმაც ჩამოყალიბება გასულ საუკუნეში დაიწყო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეთნობიოლოგიის ელემენტები შეიძლება ისეთივე ძველი იყოს, როგორც თვით ზოოლოგია და ბოტანიკა. ჯერ კიდევ არისტოტელე სისტემატურად სწავლობდა ცხოველებს და ზოოლოგიის ბევრი საკითხი […]
ვეგეტარიანელი “ტილები”
თივაჭამიები (Psocodea), ასევე ცნობილები როგორც წიგნის და ქერქის ტილები, არასრული მეტამორფოზის მქონე მწერების რიგია, რომელიც დღესდღეობით 6000 ცნობილ სახეობას დაითვლის მსოფლიოს მაშტაბით. თივაჭამიები ხშირად მოიაზრებიან როგორც ყველაზე პრიმიტიული ნახევარხეშეშფრთიანები. მიუხედავად იმისა, რომ მათი უახლოესი ნათესავები ყველასთვის კარგად ცნობილი სისხლისმწოველი ტილები არიან, თივაჭამიები პარაზიტები არ არიან, მათი რაციონი ძირითადად ორგანული ნარჩენებისა, სოკოსა და მიკროფლორისგან შედგება. ისინი […]
ზრუნვა შთამომავლობაზე: მსოფლიოს საუკეთესო დედები
შთამომავლობაზე ზრუნვა დამოუკიდებლად განვითარდა ცხოველთა სამეფოს სხვადასხვა ჯგუფებში და თავის მხრივ აჩენს კითხვას, თუ რატომ ახასიათებს ეს ფენომენი რომელიმე კონკრეტულ სახეობას და არა სხვას. მიუხედავად იმისა, რომ შთამომავლობაზე ზრუნვა მშობლისგან გარკვეულ დანახარჯებს მოითხოვს, მას, როგორც წესი, მნიშვნელოვანი სარგელობა მოაქვს შთამომავლობის გადარჩენის, ზრდის და შემდგომი გამრავლების თვალსაზრისით. ფართოდ გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, არა ხერხემლიანები, არამედ უხერმლო ცხოველების […]
სქესი და გამრავლება: რატომ არსებობენ მამრები?
ჩვენ ვიცით, რომ გამრავლებისთვის ორი სქესის ინდივიდები უნდა არსებობდნენ. თუმცა, ეს სულ ცოტა არაა უნივერსალური წესი. მაშ რისთვის გააჩინა ბუნებამ სქესობრივი გამრავლება? ბუნებაში გამრავლება უკავშირდება ორი სქესის ინდივიდების შეჯვარებას. ძუძუმწოვრებს, ფრინველებს, ქვეწარმავლებს და თევზებს, მწერებს და ობობებს გააჩნიათ მამრები, რომლებიც ანაყოფიერებენ იგივე სახეობის მდედრებს და ამის შედეგად განვითარებას იწყებს ახალი ორგანიზმი. მცენარეებშიც კი არსებობს „მამრი“ […]