წელი: 2025
კავკასიაში მიწის საფარის ცვლილებები ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მიღებული Corona-ს სადაზვერვო და Landsat-ის თანამგზავრების სურათებიდან
დედამიწის ზედაპირის რაობის ცვლილების შესწავლის ყველაზე ეფექტური და სანდო გზაა სატელიტური გამოსახულებების ანალიზი. ამ გზით მსოფლიოში უკვე ჩატარებულია მრავალი კვლევა. ეს კვლევები ჩვეულებრივ იყენებენ იმ მაღალი გარჩევადობის გამოსახულებებს (ძირითადად 30-მ Landsat-ისა), რომელთა მოპოვებაც დაიწყო 1980-იანი წლების დასაწყისში. ამიტომ ამ კვლევებში გამოტოვებულია მიწის საფარის მნიშვნელოვანი ცვლილებები მანამდე ანუ უფრო ადრე ვიდრე 1980 წელი. არადა ყველაზე დიდი […]
ჩვეულებრივი უთხოვარი (Taxus baccata) როგორც კლიმატის არქივი: ტემპერატურის ცვლილება საქართველოში ბოლო 200 წლის განმავლობაში
გამოქვეყნდა ჩვენი ახალი კვლევა. იგი არის პირველი დენდროკლიმატური კვლევა კავკასიაში, რომელიც აკავშირებს ნაკრძალ ბაწარაში არსებული უთხოვრების წლიური რგოლების სისქეს კლიმატთან ბოლო 500 წლის განმავლობაში და სანდოდ ადგენს ჰაერის ტემპერატურის ცვლილებას ბოლო 200 წლის განმავლობაში. ამ კვლევის თანახმად ზამთრის ტემპერატურა გაიზარდა 1858 წლიდან, პიკს მიაღწია 1940-იან წლებში, რასაც მოჰყვა მკაფიო გაგრილების პერიოდი, რომელიც გაგრძელდა 1970-1980-იან წლებში. […]