ჩვეულებრივი უთხოვარი (Taxus baccata) როგორც კლიმატის არქივი: ტემპერატურის ცვლილება საქართველოში ბოლო 200 წლის განმავლობაში
გამოქვეყნდა ჩვენი ახალი კვლევა. იგი არის პირველი დენდროკლიმატური კვლევა კავკასიაში, რომელიც აკავშირებს ნაკრძალ ბაწარაში არსებული უთხოვრების წლიური რგოლების სისქეს კლიმატთან ბოლო 500 წლის განმავლობაში და სანდოდ ადგენს ჰაერის ტემპერატურის ცვლილებას ბოლო 200 წლის განმავლობაში. ამ კვლევის თანახმად ზამთრის ტემპერატურა გაიზარდა 1858 წლიდან, პიკს მიაღწია 1940-იან წლებში, რასაც მოჰყვა მკაფიო გაგრილების პერიოდი, რომელიც გაგრძელდა 1970-1980-იან წლებში. მიუხედავად იმისა, რომ 1970-1980-იან წლების შემდგომ დათბობა მოხდა, ტემპერატურა დარჩა 1940-იან წლებში ნაჩვენებ პიკზე ქვემოთ. ეს სურათი უფრო ემთხვევა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მიწის ზედაპირის ტემპერატურის ცვალებადობას სოფლად, სადაც მზისა და ვულკანური აქტივობა ხსნის დათბობის მნიშვნელოვან ნაწილს (~85 %), რომელიც დაფიქსირდა 1850-დან 2018 წლამდე, ხოლო დარჩენილი ცვალებადობა ტემპერატურისა იხსნება ანთროპოგენური გავლენით. აღსანიშნავია, რომ ე.წ. სოფლის ტემპერატურის ჩანაწერებზე ნაკლებად მოქმედებს ურბანიზაცია, სადაც მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში მეტეოსადგურები უფრო მაღალ ტემპერატურას აღრიცხავენ ურბანული სითბური კუნძულის ეფექტის გამო. ეს ეფექტი წარმოიქმნება ისეთი ფაქტორების ერთობლიობით, როგორებიცაა სითბოს შთამნთქმელი მასალები, მცენარეული საფარის სიმცირე და ანთროპოგენური სითბოს წყაროები. გლობალურ მონაცემებში ურბანული მეტეოსადგურების რაოდენობისადმი ძლიერი მიკერძოების გამო, გლობალური დათბობა მნიშვნელოვნად გადაჭარბებულია. სრული სტატია იხილეთ აი აქ:
https://drive.google.com/file/d/1G2HU2Gg-oz83TV7FPrBaGtUhicQmIQP-/view?usp=sharing
აი ჩვენი სტატიიდან ამოღებული ტემპერატურის ცვალებადობა ბოლო 200 წლის განმავლობაში (განმარტებები იხილეთ სტატიაში):
https://drive.google.com/file/d/1XeoG0cXwDVp4L7Fy6WNXNeMJehTLonh1/view?usp=sharing
აი ბოლო 500 წლის ტემპერატურის ცვალებადობა ჩვენი მოდელის მიხედვით, რომელიც საკმარისად სანდოა ისტორიკოსებისთვის (განმარტებები იხილეთ სტატიაში):
https://drive.google.com/file/d/1CB2ZD04FaX4x5YgeOo8bTzRsE2D_orBx/view?usp=sharing
ზაფხულის ტემპერატურების რეკონსტრუქცია ვერ გავაკეთეთ, იმიტომ რომ ჩვენი საკვლევი ადგილის უთხოვრების ზრდა აღმოჩნდა მკაცრად განსაზღვრული ზამთრის ტემპერატურით. ამ მეთოდით ზაფხულის ტემპერატურის რეკონსტრუქციისთვის საჭიროა ისეთი დღეგრძელი ხემცენარის აღმოჩენა ჩვენში, რომლის ზრდაც მეტწილად დამოკიდებულია ზაფხულის ტემპერატურებზე.