კონკურენცია ქართულ საბანკო სექტორში
1 min read

კონკურენცია ქართულ საბანკო სექტორში

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯანსაღი კონკურენტული გარემო ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას, ქვეყნის რესურსების ეფექტურ განაწილებას, ზრდის პროდუქტიულობას, ახალისებს ინოვაციებს და სხვა. თუმცა ეკონომიკის ზოგიერთ სექტორში სრულყოფილი კონკურენცია ყოველთვის არ არის საზოგადოებისთვის ყველაზე ეფექტური ფორმა, რაზეც მაგალითად, კომუნალური მომსახურების სექტორში ნატურალური მონოპოლიების არსებობა მიუთითებს.

არ არსებობს ერთიანი აზრი თუ რამდენად აუცილებელია საბანკო სექტორისთვის სრულყოფილი კონკურენცია. არსებობს სექტორში მაღალი კონცენტრაციის როგორც მხარდამჭერი, ისე საწინაამღდეგო არგუმენტები, თუმცა ამ არგუმენტებს ამ ბლოგში არ განვიხილავთ. პრაქტიკაში ბევრ ქვეყანაში საბანკო სექტორის მაღალი კონცენტრაციაა, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში სადაც თითქმის 5000 კომერციული ბანკია, 4 უმსხვილეს ბანკში (JPMorgan Chase, Bank of America, Citibank, Wells Fargo) განთავსებულია მოსახლეობის დეპოზიტების 45%. კონცენტრაციის მაღალი დონით გამოირჩევა საქართველოს საბანკო სისტემაც სადაც სამი უმსხვილესი (სისტემური) კომერციული ბანკი შეადგენს კომერციული საბანკო სისტემის 85%-ზე მეტს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ კომერციული საბანკო სისტემა ქვეყნის მთლიანი ფინანსური სისტემის (საქართველოს ეროვნული ბანკის გამოკლებით) თითქმის 92%-ია, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამ უმსხვილეს ქართულ ბანკში ფინანსური სისტემის დაახლოებით 80%-ია კონცენტრირებული, ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს სურათი მომავალი წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *